|
2017-05-19 13:08:16, 612 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში სპეციალური ძალების ერთობლივი სწავლება გაიმართა
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე სპეციალური ძალების ერთობლივი სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ტიპის სწავლება 2007 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმი მონაწილეობდა. ქართული ქვედანაყოფების სწავლება ევროპაში აშშ-ის სპეცდანიშნულების ინსტრუქტორების მონაწილეობით მიმდინარეობდა. დასკვნით ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ. ვაზიანში შემაჯამებელი სწავლებით 4-დღიანი წვრთნა დასრულდა, რომელიც მიზნად ორი ძალოვანი უწყების სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებასა და კოორდინირებულად მოქმედებას ისახავდა. სწავლების დაგეგმარების პროცესში ორი უწყების ქვედანაყოფებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, რომელიც აღსრულების პროცესში პრაქტიკულად განახორციელეს. თავდაპირველად, სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მებრძოლებმა ვაზიანში სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარეს. რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ აეროდრომის ირგვლივ პერიმეტრი დაიკავა, ხოლო სპეციალური ოპერაციების ძალებმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმმა ობიექტების შტურმი დაიწყეს, რაც პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებით დასრულდა. 4-დღიანი წვრთნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებსა და ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)