|
2017-05-10 15:05:41, 632 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ეფექტური კომუნიკაციის კურსი დაიწყო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მესამე მოდული დაიწყო. მოდულს გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის, სოციალურ საკითხთა, მორალური მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის სამმართველოს, მორალური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, ფსიქოლოგი ნინო ჯაფარიძე უძღვება. დღეს კურსი - „ეფექტური კომუნიკაცია“ - კომუნიკაციის სახეობებსა და მართვის სისტემაში კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრით გაიხსნა. სამდღიანი ტრენინგის განმავლობაში მსმენელები კომუნიკაციის არსის, თავისებურებების, ვერბალური და არავერბალური, ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. კურსის მონაწილეები კონფლიქტურ სიტუაციაში მოქმედებისა და მოლაპარაკების წარმოების დროს, ასევე, არავერბალური სიგნალების ამოცნობისა და სათანადო რეაგირების ხერხებს დაეუფლებიან. ტრენინგზე საუბარი ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას, კომუნიკაციის პროცესში მის როლსა და დარწმუნებისა და ზემოქმედების მოხდენის ტექნიკასაც შეეხება. უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულის გარდა, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს. მონაწილეებმა კურსის ფარგლებში სამი მოდული უკვე გაიარეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)