|
2017-05-08 12:08:34, 696 ნახვა
რეგიონი
ბელარუსი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობას გადაცემებსა და სტატიებს მიუძღვნიან
აჭარაში მოგზაურობისა და რეგიონის ტურისტული მრავალფეროვნების შესახებ ბელარუსი ჟურნალისტები რეპორტაჟებს, გადაცემებსა და სტატიებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით პოპულარული ტელეკომპანიების Беларусь 1, ОНТ და ვებ-პორტალების Onliner.by, Антенна, Комсомольская правда, АиФ ჟურნალისტები აჭარაში იმყოფებიან. მედიატურის ფარგლებში ისინი რეგიონში მოგზაურობენ. პრესტურის მონაწილეებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ტურისტული ადგილები და დაესწრნენ აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასს. დღეს, კი ისინი მთიანი აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებსა და რეგიონის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან. ჟურნალისტები აჭარას 10 მაისს დატოვებენ. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრეს-ინფოტურებს ორგანიზებას 16 სამიზნე ქვეყნიდან უწევს. ჯამში, წლის ბოლომდე რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს ჟურნალისტები და ტურსააგენტოები 32 ინფო და მედია ტურის ფარგლებში გაეცნობიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)