|
2017-05-04 19:57:17, 678 ნახვა
სამხედრო
წვევამდელებს სასროლეთზე საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ
წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის აქტიურად ემზადებიან. სამთვიანი კურსის ფარგლებში დღეს, მათ სიმონეთის სასროლეთზე საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდები საბრძოლო მომზადებას განახლებული პროგრამით გადიან. მომზადება იმ კურსს შეესაბამება, რომლითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. წვევამდელები პირველი საწყისი სროლის, ნატყვიართა დაჯგუფების, ნორმალურ მოხვედრებამდე მიყვანის, სასწავლო სროლის პირველი და ჩასათვლელ ალტერნატიული საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოებში მომზადდნენ. სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, ახალწვეულები სხვადასხვა ქვედანაყოფში ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში შეიარაღებული ძალებში ახალი სისტემით იმსახურებენ. მათ საბრძოლო მომზადების საათები ყოველდღიურად ექნებათ, ისევე, როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას თითქმის ყველა სწავლებაში მიიღებენ, რაც კი, შესაბამის ქვედანაყოფში ჩატარდება. სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)