|
2015-04-11 10:42:19, 571 ნახვა
საზოგადოება
აღდგომასთან დაკავშირებით, პენსიონერები აპრილის თვის პენსიას 12 რიცხვამდე აიღებენ
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენი პენსიონერები აპრილის თვის კუთვნილ პენსიას მიმდინარე თვის 12 რიცხვამდე აიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს მთავრობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ფინანსთა სამინისტროების შეთანხმებით და „ლიბერთი“ ბანკის მხარდაჭერით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენი პენსიონერები აპრილის თვის კუთვნილ პენსიას აიღებენ მიმდინარე თვის 12 რიცხვამდე. მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი თანხები გაიცემა ყოველი თვის 15-16 რიცხვში, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მხრიდან მიმდინარე წლის 7 აპრილს მომსახურე ბანკში (ლიბერთი) უკვე გადაირიცხა აღნიშნილი თანხები. 9 აპრილს, თანხა უკვე მიიღეს იმ პენსიონერებმა, რომლებთაც პენსია ერიცხებათ პლასტიკურ ბარათებზე, ხოლო დღეს, 11 აპრილს, პენსიის აღება შესაძლებელია „ლიბერთი“ ბანკის ფილეალებში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)