19:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 14:52:49, 2176 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტი საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის, არაერთი ტყუილი მოვისმინეთ

"ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი აწვდის აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას საზოგადოებას. მათ შორის, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა   პრეზიდენტის კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია“

"თუ შენ მოსახლეობას არ ესაუბრები კონკრეტულ ცვლილებებზე, რომელიც მომზადებულია, ბუნებრივია, ასეთ დროს საყოველთაო სახალხო განხილვას ვერ ექნება ეფექტი. ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი აწვდის აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას საზოგადოებას. მათ შორის, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, რადგან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საზოგადოების ინფორმირებაზე. მაგალითად, მან ერთხელ თქვა, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობიანობის პერიოდში აქვს ჯარების თავისი გადაწყვეტილებით გადაადგილების შესაძლებლობა. ასეთი ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტმა საზოგადოებას.  არ ვიცი, რანაირად არ შეიძლება ჰქონდეს ასეთი ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით. ან, თუ აქვს ინფორმაცია და შეგნებულად ამბობს ასეთ რამეს, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, რაც მძიმე შეფასებას იმსახურებს. ბუნებრივია, არავის მიუნიჭებია პრემიერისთვის მშვიდობიანობის პერიოდში ჯარების საკუთარი შეხედულებებით გადაადგილების უფლება. ასეთი რამ სამხედრო დიქტატურებშიც კი არ ხდება. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი სახით ხდება მოსახლეობის დეზინფორმირება ამ კამპანიის ფარგლებში. ასეთი პირობებით ვერ მივიღებთ შედეგს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics