01:15 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 12:00:37, 913 ნახვა

რეგიონი
სოფელ ახალსოფელში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

შაბათს, 29 აპრილს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება.

აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის პირველად ჯანდაცვის ცენტრში, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების მიღება 12:00 საათიდან შეეძლებათ.

უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს ქ. ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმები ჩაატარებენ. მოსახლეობას ადგილზე შეეძლება მიიღოს - ნევროლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ქირურგის მომსახურება. დაგეგმილა ექოსკოპიური და კარდიოგრაფიული კვლევები.

უფასო სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. სამედიცინო კონსულტაციები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გასულ წელსაც ჩატარდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics