2017-04-21 15:28:23, 2152 ნახვა
კომენტარი
პრემიერი პარიზის ტერაქტზე: ქართველი ხალხი ტერორიზმთან ბრძოლაში ცივილიზებულ მსოფლიოს მხარდაჭერას უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოტქვამს.
პრემიერის თქმით, ქართველი ხალხი ტერორიზმთან ბრძოლაში ცივილიზებულ მსოფლიოს მხარდაჭერას უცხადებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ტერორიზმთან ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს ცივილიზებულ მსოფლიოს. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ტერორიზმი იქნება დაძლეული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან