03:23 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 15:21:17, 2090 ნახვა

კომენტარი
ვახუშტი მენაბდე: ჩემთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე კონსულტაციები არ გამართულა

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, მასთან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე,  კონსულტაციები ამ დრომდე  არ გამართულა.

"კომისიის მუშაობის ერთი ფორმა ვიცით, რაც არის კენჭისყრა. ვინც კონკრეტულ საკითხებს ეთანხმება, მას კენჭისყრაზე მხარს დაუჭერს, ვინც არ ეთანხმება, მის წინააღმდეგ მისცემს ხმას. პასუხისმგებლობის აღება, ან არ აღება სწორედ ამ ფორმით განისაზღვრება",-აღნიშნა მენაბდემ.

მისივე თქმით,  არის საკითხები, რომლებსაც პრინციპულად არ ეთანხმება:

"მათ შორის ყველაზე პრინციპული საკითხი საარჩევნო სისტემაა. თუ ეს საარჩევნო სისტემა არ შეიცვალა, კონსტიტუციის მოდელი ძალიან ხარვეზიანი იქნება. ამიტომ, ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ და მათ შორის კენჭისყრამდე და კენჭისყრის პერიოდშიც, რომ რეალობა შეიცვალოს და უფრო მეტად პროპორციული სისტემა მივიღოთ, ვიდრე ეს დღეს შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტითაა. თუ ეს ნაწილი არ შეიცვლება, საარჩევნო სისტემის მხარდაჭერას არ ვაპირებ",-განმარტა მენაბდემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფები დღეს ბოლო სხდომას მართავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics