12:38 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 19:22:21, 928 ნახვა

სამხედრო
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის“ 2018 წლის თავმჯდომარეობისათვის ემზადება

საქართველო, როგორც „Open government Partnership"-ში მონაწილე წარმატებული ქვეყანა, 2018 წლისათვის ინიციატივის თავმჯდომარეობისათვის ემზადება.

Open government Initiative-ს საქართველო 2011 წლიდან შეუერთდა, მალევე დაწინაურდა და გახდა საზედამხედველო კომიტეტის წევრი, რაც მას საშუალებას აძლევს, როტაციული წესით, არჩეულ იქნას ინიციატივის თავმჯდომარე ქვეყნად.
 
OGP-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან ჯო პაუელთან ვაშინგტონში შეხვედრა გამართა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა დავით ბაქრაძემ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო OGP-ში 2018 წელს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე   განხილული იქნა ჯო პაულის ხელმძღვანელობით მიმდინარე თვის დასაწყისში OGP-ის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელიც დადებითად იქნა შეფასებული მხარეების მიერ. ჯო პაუელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს წარმატება ღია მმართველობის პრინციპებისა დანერგვასა და გატარებაში, ასევე აღინიშნა ღია მმართველობის მიზნების უზრუნველყოფისათვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული შთამბეჭდავი რეფორმები. 
 
"ღია მმართველობის პარტნიორობა" („Open government Partnership" - OGP) წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის,  კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics