|
2017-04-12 16:33:46, 696 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გახდა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გახდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 54.8% მიიღო. „ყველა საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების დამუშავების შემდეგ, პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 54,8% მიიღო და პირველ ტურში გაიმარჯვა", - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ე.წ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვის გარდა, კენჭს მოქმედი ე.წ პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და "კე-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი იყრიდნენ. შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. "არჩევნების" გარდა, ე.წ რეფერენდუმიც ჩატარდა რეგიონის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით. ადგილობრივი მედია წერს, რომ ანატოლი ბიბილოვი "სახელმწიფო ალანიას" პირველი დე-ფაქტო პრეზიდენტია. "პრეზიდენტის ინაუგურაცია" 22 აპრილსაა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)