13:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 12:51:17, 1919 ნახვა

კომენტარი
კალაძე: „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება იძლევა შესაძლებლობას, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებული არ ვიყოთ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველო რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებული არ იყოს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, "გაზპრომისგან" მიღებული თანხით საქართველო აზერბაიჯანისგან და ირანისგან ბუნებრივი აირის შეძენას შეძლებს.

"თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულიად დავიტვირთოთ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით.

ხელისუფლებას 2-წლიანი ხელშეკრულება აქვს, რომლის დასრულების შემდეგ ჩვენ ვიქნებით უფრო მყარ პოზიციებზე, რადგან გვექნება წყალსაცავი, ასევე იქნება დასრულებული შაჰდენიზის პროექტი და გვექნება უფრო მეტი ბერკეტები და შესაძლებლობები, რომ ვესაუბროთ "გაზპრომს" თუნდაც 10%-ზე გადასვლაზე", - დასძინა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics