18:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 13:01:20, 2390 ნახვა

კომენტარი
იზორია: აქტიურად ვმუშაობთ, რომ განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს ალტერნატიული დასაქმება შევთავაზოთ

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა,  რათა ადამიანებს, რომლებსაც ოპტიმიზაცია შეეხოთ, ალტერნატიული დასაქმება შესთავაზონ.

როგორც იზორიამ პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, განსაკუთრებით ეს ვეტერანებს ეხება:

„მთელი ეს რიგი ნაბიჯები, რომელიც, რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვისაც, გუნდის ყველა წევრისთვის ნაწილობრივ მტკივნეულია, რადგან როცა ადამიანი კადრების განკარგულებაში გადადის, როდესაც ადამიანი გარკვეული პერიოდი ხელფასის გარეშე რჩება, ბუნებრივია, ეს მტკივნეული გადაწყვეტილებაა ადამიანურად, მაგრამ ისევ მისი დაცვის, მისი ოჯახის  დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ქვეყნის, მათ შორის ამ ოჯახების განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, იყო სწორედ აუცილებელი ამ ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ჩვენ ასევე ალტერნატიულ შესაძლებლობებზეც ვფიქრობთ, რომ ვიყოთ სამართლიანი. კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გვაქვს მოსაზრებები, რითაც შეგვიძლია გარკვეული ალტერნატიული დასაქმება შევთავაზოთ, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს. ამაზე მიდის აქტიური მუშაობა. ჩვენც ვართ ამ პროცესში აქტიურად ჩართულები“,-განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics