06:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 15:12:38, 2302 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ღვინიაშვილი პრეზიდენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, ანგარიში მოსმენის შემდეგ დებატები გაიმართოს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების“ თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი პრეზიდენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მოწუოდებს, პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის შემდეგ დებატები გაიმართოს.

,,დღეს, საპარლამენტო უმრავლესობას და პრეზიდენტს შორის შექმნილი ვითარება არაჯანსაღია. ამაზე მოწმობს ხელისუფლების, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების და თავად პარლამენტის თავმჯდომარის მიერ არაერთხელ გაკეთებული არაადექვატური განცხადებები პრეზიდენტის მისამართით. ამ ფონზე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას, რომ პიროვნებას ნუ გააიგივებენ ინსტიტუტთან და წინა შემთხვევებში, როდესაც პრეზიდენტი მობრძანდა ანგარიშით, ჩვენ არასდროს არ მოგვეცა საშუალება, რომ იქ შემდგარიყო დებატები ’’, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

ცნობისთივს, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს წარსდგება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics