16:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 18:06:52, 756 ნახვა

რეგიონი
ახალქალაქში პატრულის თანამშრომელსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა

ახალქალაქში პატრულის თანამშრომელსა და ავტომობილის მძღოლს შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა jnews-ის ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება პატრულის ოფიცერსა და მოქალაქეს შორის ჯარიმის გამო დაიწყო.

გამოცემის ცნობით, საპატრულო ეკიპაჟმა მოქალაქეს ჯარიმა იმის გამო გამოუწერა, რომ მას ღვედი არ ეკეთა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. შელაპარაკების დროს ქუჩაზე ხალხმა დაიწყო შეკრება, რამაც ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა.

დაჯარიმებული მოქალაქე საპატრულო მანქანის ვიდეოთვალის ჩანაწერის ნახვას ითხოვს და მზადაა მისი დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში ჯარიმა გადაიხადოს.

ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics