16:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 15:46:25, 735 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ სტუდენტებს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ის სტუდენტ-ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებიც საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებით ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში გადიოდნენ სწავლებას.

ზურაბ პატარაძემ მათ  ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება მიულოცა.

 მისივე  თქმით, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ  რეფორმები. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი. საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული სვლა ევროკავშირის მიმართულებით და ჩვენი მთავრობა ამას თქვენთან, ახალგაზრდებთან ერთად აუცილებლად განახორციელებს“,- აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ბათუმის უნივერსიტეტში არსებულ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობას.

სტუდენტებთან შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მინისტრის მოადგილე, მირიან ქათამაძე, ,,ერასმუს+" პროგრამით მოსარგებლე პედაგოგები და ამჟამად ბათუმის უნივერსიტეტში მყოფი უცხოელი სტუდენტებიც ესწრებოდნენ. 

შეხვედრა „ერასმუს+" პროგრამის საპრეზენტაციო კლიპით დაიწყო და სტუდენტებისა და პედაგოგების მხრიდან, მათი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების გაზიარებით გაგრძელდა.

 (NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics