11:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 16:53:00, 2161 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე: ვეტომ ნათელი გახადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სუს-ის შესაძლებლობა განუსაზღვრელი გახადა

"პრეზიდენტის ვეტომ კიდევ ერთხელ ნათელი და ცალსახა გახადა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციის უხეში უგულვებელყოფით კიდევ უფრო მეტად გაზარდა და განუსაზღვრელი გახადა სუს-ის შესაძლებლობა ჩაერიოს თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებაში",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ   ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეზიდენტის ვეტომ ნათელი გახადა, რომ ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციური პრინციპების უხეშ უგულებელყოფით კიდევ უფრო მეტად გაზარდა და განუსაზღვრელი გახადა სუს-ის შესაძლებლობა ჩაერიოს თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებაში, აწარმოოს უკანონო მიყურადება და შემდგომ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერებით მოახდინოს ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანების პოლიტიკური შანტაჟი. სწორედ ამას ვეწინააღმდეგებოდით ჩვენ, როდესაც ხელისუფლებას ვთავაზობდით შეექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად რეალურად დამოუკიდებელი სააგენტო, რომელზეც იქნებოდა ძლიერი საპარლამენტო კონტროლი და ფარული მიყურადება განხორციელდებოდა ე.წ. ორგასაღებიანი სისტემით,“- განაცხადა  ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს დღეს ვეტო დაადო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics