02:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 13:50:25, 684 ნახვა

სამხედრო
საინჟინრო ბრიგადის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დაიწყო

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დაიწყო. ასეულის პირად შემადგენლობას  წვრთნებს გერმანიის სამხედრო ძალების  რქბ სკოლის ინსტრუქტორები უტარებენ. 

სწავლების გახსნის ცერემონიალი დღეს საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და  გერმანიის რქბ სკოლის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მატიას არნოლდმა მიმართეს.

მათ  აღნიშნული სწავლებისა და საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ გერმანულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. პირად შემადგენლობას ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვინი ზეზვა ნავერიანიც მიესალმა.

2016 წელს  გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა.  საბაზისო სწავლება 20-დან 31 მარტის ჩათვლით, საქართველოში პირველად იმართება. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სწავლების ფარგლებში საბაზისო, საჭირო  უნარ-ჩვევების ათვისებას შეძლებენ, რომელიც მათ სპეციალური სადეკონტემინაციო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებაში დაეხმარება.

დღესვე,  გერმანელმა სტუმრებმა და საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა  ბრიგადის ტერიტორიაზე გამოფენილი სადეკონტემინაციო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. 
რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო. 

მომავალში, ასეულის შესაძლებლობების განვითარებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით,  ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება იგეგმება. 

(NS)
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics