07:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 14:17:49, 1860 ნახვა

კომენტარი
ხუციშვილი: არალეგალებმა უნდა მოიწესრიგონ სტატუსი, სხვა შემთხვევაში მათზე შეღავათები არ გავრცელდება

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ქართველი მესაზღვრეები, რომლებსაც ექნებათ ინფორმაცია, რომ მოქალაქეები  ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაუროდ მიდიან, მათ დეტალურად შეუმოწმებენ საბუთებს.

მისივე განმარტებით, ეს გაკეთდება იმისათვის, რომ თუ საქართველოს საზღვარზე მოქალაქეებს შეექმნებათ პრობლემები გარკვეული საბუთების უქონლობის გამო, მესაზღვრეები მათ მისცემენ გაფრთხილებას, რათა იგივე პრობლემა შენგენის ზონის ქვეყნებში არ შეექმნათ.

თუმცა ხუციშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აღმოჩნდება, რომ მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ გარკვეული საბუთები აკლიათ, მესაზღვრეები მათ გადაადგილებას არ შეზღუდავენ.

„მესაზღვრეებმა გაირეს ტრენინგი და ნაწილი ახლა გადის ტრენინგს, ეს ტრენინგი შევიმუშავეთ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად. ყველა მესაზღვრე ყველა მოქალაქეს, რომელიც გაივლის საზღვარს, თუ მესაზღვრეს ეცოდინება, რომ ევროკავშირის ქვეყანაში მიდის, დეტალურად შეუმოწმებს საბუთებს, თუ რა საბუთები სჭირდება მას, რათა თუ ჩვენს საზღვარზე შეექმნება პრობლემა, იგივე პრობლემა არ შეექმნას, როცა ჩავა შენგენის ქვეყანაში. მესაზღვრე ეტყვის მაგალითად, თქვენ არ გაქვთ წესრიგში უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ან ჯავშანი და გააფრთხილებს, რომ თქვენს წასვლას აზრი არ აქვს, რადგან არ შეგვიშვებენ. თუმცა საზღვარზე არავის დაკავება არ მოხდება, ყველას აქვს უფლება, იმოგზაუროს, თუმცა მაქსიმალურად დავეხმარებით, ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია, რა მოეთხოვებათ, რა აქვთ წესრიგში და რა არა“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, მათ, ვინც ევროკავშირში არალეგალურად ცხოვრობს, სტატუსი უნდა მოიწესრიგონ.

ხუციშვილის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის შეღავათები მათზე სანამ სტატუსს არ მოიწესრიგებენ, არ გავრცელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics