05:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 12:48:22, 1942 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კანდელაკი: უსუფაშვილი არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი შემოქმედი თავადაც არის

„დავით უსუფაშვილი არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი შემოქმედი თავად არის და ისიც არის პასუხისმგებელი ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში შეყვანაზე“, - ასე  შეაფასა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება, სადაც ის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.

კანდელაკის თქმით, პრემიერი დამოუკიდებლად, თუნდაც რუტინულ გადაწყვეტილებასაც ვერ იღებს.

„დავით უსუფაშვილი ამ არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი შემოქმედი თავად არის და  თავადაც არის პასუხისმგებელი ქვეყნის ამ მძმე მდგომარეობაში შეყვანაზე. დიახ, არაფორმალური მმართველობაა და ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს. უცხოელი პარტნიორები სხვადასხვა სფეროში შეშფოთებული არიან, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ფორმალურად საქართველოს მთავრობაში არ არსებობს იმიტომ, რომ პრემიერი ვერ იღებს, თუნდაც რუტინულ გადაწყვეტილებას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს უფრო მეტ ადამიანს უჭირს, ვიდრე უჭირდა შარშან, თუნდაც 4 წლის წინ“,-განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ  „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, რომ ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაში ყოველთვის მონაწილეობდა.

უსუფაშვილის შეფასებით, ქვეყანაში ქაოსია, რომელზეც პასუხისმგებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილია.

"თქვენ მე მეკითხებით, ივანიშვილი არაფორმალურ მმართველობაში მონაწილეობდა? კი! შეცდომებს უშვებდა? კი! 2016 წლის მდგომარეობით მან განაპირობა ქვეყნის არასწორ გზაზე დადგომა თავისი ხედვებით? მე გეუბნებით, კი! ქაოსი შექმნა ივანიშვილმა და მისმა შექმნილმა სისტემამ. მეკითხებით, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე? გეუბნებით, ივანიშვილი",- განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics