02:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 12:17:20, 1747 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ტუღუში: არ გამოვრიცხავ, რომ შემოსული კანდიდატურები ხელისუფლებისთვის პრობლემებს აჩენდა და ვადის გახანგრძლივებას ცდილობენ

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში იუსტიციის სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების განცხადებების მიღების ვადის გახანგრძლივებას საეჭვო ნაბიჯად აფასებს. ტუღუში არ გამორიცხავს, რომ კანდიდატურები, რომლებმაც განაცხადი შეიტანეს, ხელისუფლებისთვის გარკვეულ პრობლემებს აჩენდა:

„ძალიან საეჭვო ნაბიჯია, გარდა ამისა, როგორც ჩანს, ეს არღვევს იგივე მთავრობის განკარგულებას, რომელიც გამოცემულია, რომ 1 აპრილამდე ახალი სია უნდა გადაგზავნილიყო სტრასბურგში. არ გამოვრიცხავ, რომ ის კანდიდატურები, რომლებიც შემოვიდა, ხელისუფლებისთვის გარკვეულ პრობლემებს აჩენდა და ცდილობენ, ვადა გაახანგრძლივონ, რათა ბევრმა სხვა კანდიდატურამ შეიტანოს თავისი განაცხადი“,-აღნიშნა გიორგი ტუღშმა.

იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების განცხადებების მიღების ვადა 2017 წლის 13 აპრილამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა. საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები იყვნენ: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. მოსამართლეებს ევროსაბჭოს 1-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.

საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა ჩაატაროს კონკურსი და ახალი კანდიდატები გაგზავნოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics