03:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-11 18:27:22, 1813 ნახვა

კომენტარი
მშვენიერაძე: „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრის, იურისტის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილება  უპრეცენდენტოა მთლიანად ევროსასამართლოსთვის და საქართველოში დემოკრატიულობის ხარისხის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია.

როგორც მშვენიერაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისმინოს ის მესიჯი, რომელიც მიიღო პოლიტიკოსებისაგან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, დიპლომატებისგან და ასევე სამართლებრივი ინსტიტუტებისაგან.

"თავი უნდა დაანებოს "რუსთავი 2"-ზე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი ხელისუფლებისადმი იქნება გაცილებით მწვავე. ასეთი პასუხი საბოლოო ჯამში დააზარალებს საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ, რომ მოქალაქეები, რომლებსაც დეკლარირებული აქვთ ევროატლანტიკური არჩევანი ზარალდებიან ხელისუფლების მოქმედებით, რომელსაც საერთო არაფერი აქვთ ევროპასთან. ხელისუფლება თუკი გაიგებს იმას, რასაც მოითხოვს ჩვენგან დასავლური ღირებულებებისადმი პატივისცემა და დაანებებს სიტყვის თავისუფლებას თავს, მოვიგებთ ყველა, ხოლო თუკი ამას არ გააკეთებს დანარჩენი ნაწილი ვიბრძოლებთ სიტყვის თავისუფლების დასაცავად, მათ შორის სასამართლო გზებითაც. მოგებული საქმე, თუნდაც ევროსასამართლოში, სამართალწარმოების გადახედვის მოთხოვნა, აქ იქნება გამარჯვება საბოლოო ჯამში, საქართველოში და არა მარცხი, როგორც ამის წარმოჩენა სურს ხელისუფლებას", - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics