21:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 19:34:05, 789 ნახვა

სამხედრო
საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა

ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე კურსის დასრულების ცერემონიალი გაიმართა.

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 21 სამხედრო მოსამსახურეს სამთო სწავლების დასრულება გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ მიულოცეს. ღონისძიებას დაესწრნენ ასევე, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის ატაშეები. მათ სამხედროებს სამთო სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს და კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს. 

ლიტვიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან მოვლენილმა სამხედროებმა ქართველ პარტნიროებთან ერთად ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევები ქართველი სამთო ინსტრუქტორების დახმარებით შეისწავლეს. სამი კვირის განმავლობაში ისინი სამთო სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალს, მარშგადაადგილებას და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას დაეუფლნენ. სამხედროებმა  თოვლში უსაფრთხოების წერტილების გამოყვანა შეისწავლეს, რათა დახრილ ფერდობზე  დაბრკოლებათა ზოლის მოწყობა და ჯგუფის უსაფრთხოდ გადაყვანა შეძლონ. სამხედროებს თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენებაც მოუწიათ.

სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირებები ჩაუტარდათ. მონაწილეებმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურისგან რეკომენდაცია მიიღეს, რის საფუძველზეც მათ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics