პრემიერის ინიციატივას ეხმაურება.

 

" />
10:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 14:30:36, 2016 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ნადირაშვილი: ახალი ინსტიტუტების შექმნით, მედიის უფლებების შეზღუდვის შთაბეჭდილებას ვერ გაფანტავენ

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ირმა ნადირაშვილი მედია ომბუდსმენის  ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით, პრემიერის ინიციატივას ეხმაურება.

ნადირაშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა „ეს უსუსური სვლა მოიფიქრა იმისთვის, რათა აჩვენოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოში  მედიის უფლებები არ იზღუდება“:

„ ეს არ იყო წინასწარ მოფიქრებული ამბავი, ეს იყო უცებ, სპონტანურად გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ევროპის სასამართლოს დ ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც წუხს მედიის შეზღუდვის გამო საქართველოში, წინ აქვთ ფაქტი, როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლემ ჩათვალა, რომ შეიძლება შეიცვალოს მფლობელი რუსთავი 2-ში. ეს არის ფაქტი და ახალი ინსტიტუტების შექმნით, რომელსაც თავად გააკონტროლებენ ვფიქრობ, რომ ამ შთაბეჭდილებას ვერ გაფანტავენ. ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება თუ მალე იქნება გამოცხადებული, ალბათ ისევე მალე დაავიწყდებათ მედია ომბუდსმენის ინსტიტუტი, როგორც დაავიწყდათ 100 ქარხანა, უფასო ფული და კიდევ ბევრი სხვა’’,- აცხადებს ირმა ნადირაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics