10:30 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 13:25:14, 2062 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია იმისკენ, რომ მედია მაქსიმალურად თავისუფალი იყოს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოწოდებულია იმისკენ, რომ მედია მაქსიმალურად თავისუფალი იყოს და რაიმე ჩარევაზე საუბარი ამ ვითარებაში არასწორია.

სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებს მოუწოდა, მედიის თავისუფლების კუთხით, რამდენიმე წლის  წინ არსებული ვითარება  გაიხსენონ და დასკვნები გამოიტანონ. ამასთან, დოლიძე ამბობს, რომ  „რუსთავი2“-ის საქმეზე გადაწვეტილებას, რომელსაც  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მიიღებს, ხელისუფლება ადეკვატურად აღიქვამს:

„ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იხილავს ამ თემას და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ პირველ რიგში გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც იქნება წამოსული. დანარჩენ შემთხვევაში, მოდით პრესის თავისუფლებაზე, მედიის თავისუფლებაზე ნუ ვილაპარაკებთ მაშინ, როდესაც საუბარია დღევანდელ  ვითარებაზე. გადავავლოთ რამდენიმე წლის წინ როგორ იყო და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები. ზოგადად, ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია იმისკენ, რომ იყოს მაქსიმალური თავისუფლება და არანაირ ჩართულობაზე და ჩარევაზე საუბარი არ უდნა იყოს, მაგრამ თავისუფლება არის ერთი თემა მედიის და პრესის, ასევე კერძო საკუთრების  ხელშეუხებლობა და  თავისუფლება და ამისი უფლების დაცვა ასევე მნიშვნელოვანია. ამიტომ, მე დიდი იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს ადეკვატურ  დასკვნას და გადაწყვეტილებას, რასაც ბუნებრივია ჩვენი ხელისუფლება ადეკვატურად მიიღებს“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics