2017-03-06 21:49:13, 1965 ნახვა
კომენტარი
დვალი: რამდენიმე დღე ინფორმაციულ მედია აქტიურობას ვწყვეტთ და შემდეგ პეციალურ განცხადებას გავაკეთებთ
"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის თქმით, რამდენიმე დღით, მედიასთან კომენტარს აღარ გააკეთებენ. როგორც მან ტელეკომპანია“ პირველის“ გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“ აღნიშნა, „რუსთავი2“-ის თემასთან დაკავშირებით შემდგომ სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ:
„უკომპრომისო ვიქნებით ამ ბრძოლაში. თუმცა, სულ რამდენიმე დღით ვწყვეტთ ინფორმაციულ მედია აქტიურობას,არანაირ დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ და რამდენიმე დღეში სპეციალურ განცხადებას გავაკეთებთ ამ თემასთან დაკავშირებით“,-განაცხადა დავით დვალმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან