01:25 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 14:46:14, 1781 ნახვა

კომენტარი
გიორგი ტუღუში საპატრიარქოს მოვლენებზე: ესაა ქმედებები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი გიორგი ტუღუში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ გამოძიების და პროკურატურის გარდა, უკვე არაერთი ვერსია არსებობს, რომლებზეც სხვადასხვა პირები საუბრობენ:

 „მათშორის ხდება სპეკულაცია სხვადასხვა ფაქტებით. მიზეზი, რის გამოც ჩვენ მოვითხოვეთ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან მოხსნა, სწორედ ეს პროცესებია, რაც  ამ საქმის გარშემო განვითარდა. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი პროკურატურის მხრიდან ცირკს დაემსგავსა და არანაირი რეალური პასუხი არ აქვს საზოგადოებას იმაზე, თუ რა ხდება. მიმდინარეობს როგორც ამბობენ საქმეში არსებული მტკიცებულებების სხვადასხვა სახით ჩვენება. მათშორის საპატრიარქოში ჩანაწერებს, რომლებიც როგორც ამბობენ, აჩვენებენ როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს შენობაში მყოფ სხვა ადამიანებს. მიმდინარეობს საუბარი ასევე ამ ჩანაწერების შინაარსზე. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. ეს არის ქმედებები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც უნდა პროკურატურამ და მისმა ხელმძღვანელობამ აგოს პასუხი, რომ საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში და ამ ცირკს  ბოლო კვირებია აყურებინებს,’’- აცხადებს გიორგი ტუღუში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics