01:29 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 15:27:07, 2309 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: გრძელვადიანი ომი მოსაგები გვაქვს და ეს ომი არის თავისუფალი, ევროპული საქართველოს მომავლის მშენებლობა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1921 წლის 25 თებერვალს  საბჭოთა ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

,,დღევანდელი თარიღი არის ტრაგიკული საქართველოს უახლეს ისტორიაში. საქართველომ შეძლო მე-20 საუკუნის დასაწყისში ცოტა ხნით ყოფილიყო დემოკრატიული, დასავლური სახელმწიფო. სამწუხაროდ, ამ ბიჭების გმირობამაც ვერ გადაწყვიტა  ბრძოლის ბედი. თუმცა, ჩვენ გრძელვადიანი ომი მოსაგები გვაქვს და ეს ომი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ნამდვილად ევროპული საქართველოს მომავლის მშენებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი, რომ მომავალ თაობებს დავუტოვოთ ნამდვილად თავისუფალი, გაერთიანებული ქვეყანა. მე ამის ღრმად მწამს. ამ გმირების სულები დღესაც გვინათებს გზას და ჩვენი ვალია, რომ ღირსეულად ვატაროთ მათი შთამომავლების სახელი. ჩვენ ასევე გვმართებს შევქმნათ უფრო მეტი სიმბოლიკა, მათ შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტად მოვიხსენოთ ისინი-ადამიანები, რომლებმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლაში თავი დადეს და საკუთარი სიცოცხლე გასწირეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია ყველა ინიციატივა, რომელიც სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სახელის უკვდავყოფას ისახავს მიზნად.

,,მივესალმები ყველა ასეთ ინიციატივას. ჩვენ უფრო მეტად უნდა მოვიხსენიოთ ისინი, მათ შორის სკოლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ ადამიანებმა უდიდესი ისტორიული საქმე გააკეთეს ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, ამიტომ ჩვენი ვალია მათი ხსოვნის პატივისცემა", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრი იუნკერთა მემორიალთან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics