03:00 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 12:11:02, 1769 ნახვა

კომენტარი
აბაშიძე: 2008 წელს არც ხელისუფლებამ დააკლო თავისი პოლიტიკით, რომ კატასტროფა მომხდარიყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის რადიკალურად განსხვავებული პოზიციებია.

თუმცა, ამავე დროს, აბაშიძემ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას გაუაზრებელი პოლიტიკის გატარების გამო, ბოდიში აქვს მოსახდელი.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთსა და ჩვენს პოზიციებში 2008 წლის ომთან დაკავშირებით რადიკალური სხვაობაა. კერძოდ იმაზე, თუ ვინ დაიწყო ეს ომი. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია, რომ ეს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, თუმცა ისიც ცნობილია, რომ არც ჩვენმა ხელისუფლებამ დააკლო თავისი პოლიტიკით არაფერი იმისთვის, რათა მომხდარიყო ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა უახლეს ისტორიაში. ჩვენ იმდენი დავმთმეთ 2008 წლის შემდეგ, რომ დასათმობი არაფერი დარჩა. რეალურად, საქართველოს უახლეს ისტორიაში უდიდესი კატასტროფა მოხდა. ქვეყანა, ფაქტობრივად, დაიშალა. ეს ხშირად უნდა გავიმეოროთ, რათა აღარ ვახსენოთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა მაამებლობა, დათმობა და ა.შ. ეს არის შედეგი რბილად რომ ვთქვათ, იმ გაუაზრებელი პოლიტიკისა, რაც იმ ხელისუფლებამ გაატარა, რისთვისაც არავის ბოდიშიც არ მოუხდია დღემდე. ზრდილობის გამოც კი არ მოუხდიათ ბოდიში“,- აღნიშნა აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics