„ვის მიმართაც კითხვა არსებობს, ყველა დაიკითხება“,-ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გამოძიების ფარგლებში ვისი დაკითხვის საჭიროებაც იქნება ყველა დაიკითხება. ვის მიმართაც კითხვა არსებობს ყველას კითხვა დაესმება“,-აღნიშნა შოთაძემ.
მთავარი პროკურორის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More