01:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 13:06:37, 2663 ნახვა

სამართალი კომენტარი
ელისაშვილი „რუსთავი 2“-ის მოსამართლეზე: ნაზღაიძის ოჯახს ძალიან ბინძური საჩუქარი გაუკეთეს

თბილისის საკრებულოს 15 დეპუტატი "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული 1 მილიონი ლარის დადგენილების გაბათილებას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნაზღაიძის ოჯახს თანხის უკან დაბრუნება მოუწევს.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისის მერიამ საკრებულო შეცდომაში შეიყვანა, რათა თაღლითური გეგმით, ნატა ნაზღაიძის ოჯახს დაუმსახურებელი თანხა "რუსთავი 2"-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების სანაცვლოდ მიეღო.

„ეს მოხდა, რა თქმა უნდა, შეგნებულად და მოხდა იმისთვის, რომ ამ ადამიანის ოჯახის წევრმა მიიღო სინდისის, სამართლიანობის და პროფესიონალიზმის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით“, - განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

მისი აზრით, მოსამართლის ოჯახს "ძალიან ბინძური საჩუქარი" გაუკეთეს.

როგორც საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აცხადებს, ოპოზიციური ძალები ერთად დგანან, როდესაც ხელისუფლება მედიისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ იბრძვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics