01:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 18:10:29, 1812 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: თუ გერმანულ მოდელს მივყვებით, არცერთ პარტიას აქვს იმის ფუფუნება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის ირმა ინაშვილის განცხადებით, მოსამართლეების დანიშნვის საკითხთან დაკავშირებით მეტი განმარტებებია საჭირო.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, დემოკრატიული თვალსაზრისით მოსამართლეებმა სასამართლოს თავმჯდომარე თვითონ უნდა აირჩიონ.

"ჩვენი ფრაქციის აზრია, რომ მეტი განმარტებებია საჭირო, თუ რა უპირატესობას ხედავთ იმაში, როდესაც მოსამართლეებს, ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და როდესაც ისინი მოსამართლეების წიაღიდან არ არიან წამოსულები. სამწუხაროდ ჩემთვის ის არგუმენტები, რომელსაც ვისმენ თქვენი მხრიდან, არ არის დამაკმაყოფილებელი. მეტი დემოკრატიულობა ჩანს, მეტი საჯაროობა ჩანს, მოსამართლეების მეტი ჩართულობა ჩანს იმ სისტემაში, როდესაც თავად მოსამართლეები ირჩევენ სასამართლოს თავმჯდომარეებს. მუდმივად არის საუბარი იმაზე, თუ რომელი ქვეყნის გამოცდილებას გავიზიარებთ ჩვენ, გერმანულ მოდელს ახსენებენ ხშირად. მე მომხრე ვარ ქართული მოდელები შევქმნათ ყველაფერში და ვიზიარებ ქალბატონი ანას პოზიციას ამასთან დაკავშირებით. თორემ, თუ გერმანულ მოდელს მივყვებით, გერმანული მოდელის მიხედვით არც ერთ პარტიას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს და მაშინ ეს რეფორმაც განვახორციელოთ", - განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილს  თანამომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ უპასუხა.

ბესელიას თქმით, ბევრ რამეში ქართული მოდელი აქვთ შემოტანილი, თუმცა  არის თემები, განსაკუთრებით ისეთი, რომლებიც მართლმსაჯულებას ეხება,  სადაც აუცილებელია  კარგი  გამოცდილების გაზიარება. ამასთან, ბესელიას განმარტებით, საქართველოს, ვინაიდან ის ერთიანი  ევროპული სივრცის ნაწილია,  აქვს სავალდებულო რეგულაციები, რომლისგან  გვერდის ავლითაც გადაწყვეტილებას   ვერ მიიღებენ:

„კი, ბევრ რამეში ჩვენ ქართული მოდელი გვაქვს შემოტანილი და ხშირად ამის გამოც კრიტიკას ვისმენთ. მაგრამ არის თემები და საკითხები, სადაც აუცილებელია ის კარგი, დემოკრატიის, კარგი სისტემის გამოცდილების გაზიარება, განსაკუთებით როცა მართლმსაჯულების თემას ეხება საკითხი. ამავდროულად, გვაქვს სავალდებულო რეგულაციები, ვინაიდან ვართ ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი და ამ ყველაფერისგან მოწყვეტით ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მხოლოდ ჩვენი თვითშემოქმედება იქნება“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics