2017-02-08 15:15:39, 2242 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩიეს
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის საკითხს კენჭი უყარა. კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ აირჩიეს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა:
„მანანა კობახიძე არჩეულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას ამ საპატიო პოსტზე“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან