00:44 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 14:29:32, 1981 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე ცხინვალში დაგეგმილ პლებისციტზე: ეს არის რუსეთის მიერ, ჩვენი ოსი ძმების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა

პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ე.წ ცხინვალის რეგიონში დანიშნული რეფერენდუმის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეფერენდუმი საოკუპაციო გეგმის ნაწილია.

როგორც თალაკვაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ცხინვალის რეგიონში“ რეფერენდუმის დანიშვნა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

„რაც მთავარია ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის, ჩვენი ოსი ძმების, რუსეთის მიერ მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს ქმედითი ზომები საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ამ აშკარა მცდელობაზე. უნდა გვესმოდეს ჩვენ, რომ რუსეთს აშფოთებს საქართველოს წარმატებები და პროგრესი, ამიტომ ეძებს ახალ გზებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უფრო მშვიდად იგრძნოს თავი", - აღნიშნა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებთან  ერთად, 2017 წლის 9 აპრილს, პლებისციტიც ჩატარდება. დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სურვილია სამხრეთ ოსეთს "ისტორიული სახელი" ალანია დაუბრუნდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics