21:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 13:59:08, 1701 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სრული ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში

„ეს არ არის საბოლოო წერტილი, ჩვენი მიზანია სრული ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ხელშესახები გახდება  ყველა ის სიკეთე საქართველოს  მოქალაქეებისთვის, რომელიც  დაკავშირებულია  ევროპულ ინტეგრაციასთან.

 „მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ ის მიღწევა, რომელიც დაკავშირებულია ვიზალიბერალიზაციასთან. ეს არის მართლაც ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ეს არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის მიღწევა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიღწევა, ეს არის აქ მჯდომი თითოეული ადამიანის მიღწევა. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებით ნამდვილად ხელშესახები გახდება  ყველა ის სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც არის დაკავშირებული  ევროპულ ინტეგრაციასთან. აქვე მინდა აღვნიშვნო, რომ ეს არ არის რა თქმა უნდა ჩვენთვის ბოლო წერტილი. ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ რა თქმა უნდა სრული ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში  და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ეს მიზანიც იქნება აუცილებლად უახლოეს მომავალში მიღწეული“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics