21:45 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-04 18:11:11, 2177 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი: ავტორიზაციის შეჩერების შესახებ დასკვნას აუცილებლად გავასაჩივრებთ

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის, ელგუჯა დავითაძის განცხადებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ბოლო მონიტორინგის ბათილობასთან დაკავშირებით, სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია.

როგორც დავითაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, გამოქვეყნების შემდეგ გასაჩივრდება  ცენტრის დასკვნაც, რომლის საფუძველზეც სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა.

კითხვაზე, უკავშირებს თუ არა ავტორიზაციის შეჩერებას ფეთჰულა გიულენსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის დაპირისპირებას,  დავითაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.

 „კონკრეტულად იმის დეტალური ინფორმაცია, რომ ფეთჰულა გიულენთან კავშირის გამო ხდება ჩვენი სკოლის ავტორიზაციის შეჩერება, არ მაქვს. მაგრამ 18 იანვარს, თურქეთში ერთ-ერთმა გავლენიანმა მედია საშუალებამ დაწერა სტატია, რომ საქართველოში უნდა დახურულიყო ეს სკოლები. მხოლოდ ამ გადმოსახედიდან შეგვიძლია შევხედოთ, რადგან სხვა მტკიცებულები, რომ ასეთ ფაქტს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, არ არსებობს.  ამ სტატიაში იწერებოდა, რომ საქართველოს მხარემ პირობა დადო, ეს სკოლები დაიხურებოდა და იქნებოდა შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა დავითაძემ.

მისივე თქმით, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ავტორიზაციის საკითხის მოგვარება კი, სამართლებრივი გზით გაგრძელდება.

„ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ ეტაპისთვის არავითარი დოკუმენტაცია არ ჩაგვბარებია. ორშაბათიდან ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს. რა თქმა უნდა მიტინგებს და მსგავს ქმედებებს არ მივმართავთ. იურიდიულ საფუძველზე გავაგრძელებთ, ჩვენი პირობების და უფლებების დაცვას“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

ცნობისთვის, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლის დირექტორმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, განათლების მინისტრს და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics