23:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 16:58:55, 1856 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტში შს და თავდაცვის მინისტრების მისვლის აუცილებლობა არ არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მისვლის აუცილებლობა არ არსებობს. 

ჩუგოშვილის თქმით, დაუსრულებელი სპეკულაციები ძალიან სამწუხაროა.

„ოპოზიციის ოპონირება მესმის, რადგან ეს ჯანსაღი და ნორმალური პროცესია, მაგრამ ოპონირება, ალბათ, იმ თემებზე უნდა მიდიოდეს, რასაც მართლა შეიძლება ჰქონდეს საფუძველი და რაც მართლა კრიტიკას იმსახურებს. რაღაცების მოგონება, პრობლემების შეთხზვა და საზოგადოების აღელვება რაღაც თემებზე, არ მგონია, რომ კარგი საქმე იყოს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ თემებს, ცერცვაძეს და სხვა სამხედროების საკითხს, როგორც ვიცი, შს სამინისტრო აპირებს ბრიფინგის გამართვას და ინფორმაციის წარმოდგენას საზოგადოებისთვის მონაცემებთან დაკავშირებით. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ყველაფერი კეთდება, რომ პირველ რიგში, ამ სამხედროების უსაფრთხოება იყოს დაცული და ამაზე მუშაობა მიდის", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევასა და მასზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მისვლას მოითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics