|
2017-01-30 13:10:09, 1701 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
გიორგი ალიბეგაშვილი: დაზარალებული მოვაჭრეები მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას იგრძნობენ
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროსთან“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მივიდა და დამწვარი ტერიტორია დაათვალიერა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაზარალებული მოვაჭრეები მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას იგრძნობენ. გამოძიების დასრულებამდე, ალიბეგაშვილი მომხდართან დაკავშირებით სხვა რაიმე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად, იქ მოვაჭრე ათეულობით ადამიანი დაზარალდა. ცეცხლი დილის 3 საათზე ჯერ საბითუმო ბაზრობაზე გაჩნდა, რამდენიმე წუთში კი მთლიანად შენობაზე გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)