|
2017-01-27 14:44:54, 1744 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მამუკა მდინარაძე: 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევას არ დავეთანხმებით
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გარკვეული დათქმებით გადასვლის მომხრეა. "ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაა ამაზე როგორც მმართველ გუნდში, ასევე საზოგადოებაში. ვფიქრობთ, რომ ჩვენი საქმიანობა, რომელიც საბოლოო ჯამში კონსესუსამდე უნდა მივიდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნება წარმატებული. თუ არ იქნება მაჟორიტარული სისტემა, ავიღოთ, რომელიმე ქვეყნის ანალოგი, ან მიმსგავსებული ანალოგი, რომ ჩვენ არ გამოვიგონოთ ახალი ველოსიპედი და შესაბამისად, ჩვენ გვქონდეს რეფორმა საკონსტიტუციო, რომლის ფარგლებში თუ იქნება გადასვლა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე, ამან შექმნას იმის გარანტიები, რომ ეს არ გამოიწვევს კრიზისს, გაურკვევლობებს. ამ შემთვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია შევთანხმდეთ ამ პრინციპზეც", - განმარტა მამუკა მდინარაძემ. ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევას მხარს არ უჭერს: "ჩემი მხრიდან ამაზე თანხმობა არ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის ხოლმე და ამის უამრავი პრეცედენტია თანამედროვე მსოფლიოში. აქედან გამომდინარე ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი, რომ არ დავეთანხმებით 5%-იანი ბარიერის დაწევას", - აღნიშნა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)