|
2017-01-23 15:34:51, 1561 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: თუ დამარწმუნებენ, რომ ჩემს მიერ მხარდაჭერილი კანონი კონსტიტუციას არღვევს, მოვაწერ ხელს მის არაკონსტიტუციურობას
საკონსტუტუციო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის მანანა კობახიძის განცხადებით, თუ მოსარჩელე დაარწმუნებს იმაში, რომ კანონი, რომელსაც თავის დროზე მხარი დაუჭირა, არღვევს კონსტიტუციის ამა თუ იმ მუხლს, პირველი მოაწერს ხელს ასეთი კანონის არაკონსტიტუციურობას. "თუ მოსარჩელე დამარწმუნებს იმაში და იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, ფაქტები, არგუმენტები, რომ ის კანონი, რომელსაც მე თავის დროზე მხარი დავუჭირე, არღვევს კონსტიტუციის ამა თუ იმ მუხლს, და არის არაკონსტიტუციური, რა თქმა უნდა პირველ რიგში მე მოვაწერ ასეთი აკნონის არაკონსტიტუციურობას ხელს. მე იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, საიდანაც მოვედი პოლიტიკაში, პოლიტიკაში მოვედი იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი უფლება ირღვეოდა ამ ქვეყანაში, ეს იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება. ვფირობ, იმაზე დიდი პატივი, პასუხისმგებლობა, არაფერია მოგეცეს იურისტს შესაძლებლობა, ემსახურო კონსტიტუციის უზენაესობას ქვეყანაში და იყო კონსტიტუციის მცველი, თუ მოდარაჯე. თუ ეს შესაძლებლობა მე მომეცა, ბუნებრივია მე მაქსიმალური პრინციპულობით სწორედ მიუკერძოებლობით და დამოუკიდებლობით, ყველაზე მაღალი ტესტი განვახორციელო. ეს არის ჩემთვის გამოწვევა, ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელიც პირველ რიგში მე მივიღე, რომ პოლიტიკა დავტოვო და წავიდე სამართლის სფეროში, და რა თქმა უნდა მადლობა გუნდს იმისთვის, რომ მათ ნდობა გამომიცხადეს, მე არა როგორც პარტიის წევრს, არამედ როგორც იურისტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა მიბდა ვუთხრა,",-განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ მოსამართლედ არჩევისას მხარდაჭერის იმედი აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)