|
2017-01-21 12:42:03, 1633 ნახვა
კომენტარი
მენაბდე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: მმართველი უმრავლესობა ვერ შეძლებს, არაეფექტურობა ოპოზიციას მიაწეროს
კონსტიტუციონალისტის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, მმართველი უმრავლესობა არგუმენტების მოყვანას და არაეფექტურობის ოპოზიციაზე მიწერას ვერ შეძლებს. როგორც მენაბდემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ახალი საკონსტიტუციო კომისია უფრო ეფექტურად იმუშავებს. ”დღეს ჩვენ არსებითად განსხვავებული ვითარება გვაქვს. მმართველი უმრავლესობა ვერ შეძლებს არგუმენტები მოიყვანოს და არაეფექტურობა ოპოზიციას მიაწეროს, ამდენად, ვფიქრობ, იმ განსხვავებული ვითარების გათვალისწინებით მაღალი შანსია, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ეფექტურად იმუშაოს”, - განაცხადა მენაბდემ. მისივე ინფორმაციით, ინიციატივები, შეეხება სახალხო დამცველის ინსტიტუტის კონსტიტუციურად გაძლიერებას, ასევე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიების გაზრდას. ”ჩემი ინიციატივები შეეხება სახალხო დამცველის შესახებ კანონში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანას იმდაგვარად, რომ სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის გარანტიები გაიზარდოს ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, მისი არჩევისთვის უზრუნველყოფილი იყოს არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ მის გარეთ დარჩენილი დეპუტატების მხარდაჭერა. ეს ხელს შეუწყობს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას. რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს, აქ ვფიქრობთ, დავაყენებთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაზრდა, უზენაესი სასამართლოსა და ზოგადად სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებებზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უფლებამოსილების მინიჭება, რათა იმსჯელოს ამ გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობაზე. ასევე ვიმსჯელებთ მოსამართლეთა უვადო დანიშვნის შესახებ, რაც გაზრდის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიებს”, - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა. ცნობისთვის, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)