03:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 12:19:55, 1622 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე ვიზალიბერალიზაციაზე: რაიმე სიურპრიზებს გამოვრიცხავ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძეს ვიზალიბერალიზაციის  შესახებ დღეს დაგეგმილ კენჭისყრასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

დოლიძე დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში და შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა ექნებათ.

„დღეს გაიმართება კენჭისყრა, მოლოდინი პოზიტიურია. გამოვრიცხავ რაიმე სიურპრიზებს, გარდა კარგი სიურპრიზისა, რომლის შემდეგაც უკვე ევროპარლამენტი უყრის კენჭს. ალბათ ეს მოხდება იანვრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისში და შემდეგ ტექნიკური პროცედურები დარჩება. მივდივართ გეგმაზომიერად და ძალიან მალე ჩვენი მოქალაქეები ევროპაში და შენგენის ზონაში უვიზოდ სიარულს დაიწყებენ“,-განაცხადა  დოლიძემ.

ცნობისთვის, LIBE-ს კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭს დღეს უყრის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics