|
2017-01-12 12:45:12, 1756 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი გახარია ღამის კლუბებზე: პრემიერმა არა მათ მხარდაჭერაზე, არამედ კანონის დაცვაზე ისაუბრა
ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ვარდების მოედანზე მდებარე ღამის კლუბებთან დაკავშირებით პრემიერის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. გახარიას თქმით, პრემიერმა ისაუბრა არა რომელიმე კლუბის მხარდაჭერაზე, არამედ - კანონის დაცვაზე. „მე არ ვიცი შემდეგ რა ინეტრპრეტაციები მოჰყვა, იქ იყო კონკრეტული დავალება კონკრეტული უწყებების მხრიდან კანონის დაცვის თაობაზე. პრემიერი არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება თავისი პოზიცია ჰქონდეს“,-აღნიშნა გახარიამ. ცნობისთვის, გუშინ, მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა შს მინისტრს დაავალა, ვარდების მოედანზე მდებარე ბარებში არსებული ვითარებით დაინტერესდეს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას საზოგადოების მხირდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც, პრემიერმა მოგვიანებით განცხადება განმარტა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)