22:38 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 13:28:24, 1697 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ისრაელის პრეზიდენტი: ჩვენ საქართველოში თავს ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ისრაელის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავებას.

„საქართველოში ვიმყოფები, რათა აღვნიშნოთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი. თუმცა, საქართველოში ებრაელი ხალხი გაცილებით დიდი ხანია ცხოვრობს. ებრაელი თემი არის ხიდი ჩვენს შორის და არის მაგალითი გულთბილი მეგობრობისა ჩვენს ქვეყნებს შორის. ისრაელი, ესაა წმინდა ადგილების ქალაქი, სადაც თავისუფლად ცხოვრობენ ქრისტიანები. ველი, უფრო მეტს შევიმეცნებ თქვენი ქვეყნის შესახებ, თუ როგორ გავაღმრაოთ ურთიერთობები. ჩვენ, ებრაელებმა და ქართველებმა, ერთობლივი მუშაობის შედეგად ბევრ რამეს მივაღწიეთ. მჯერა, კარგი დროა, რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ეკონომიკები და კავშირები ჩვენს ერებს შორის.გავაღრმაოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.ვამაყობთ იმით, რომ ვართ საქართველოს მეგობრები. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ საქართველოში თავს ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში“,-განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics