03:38 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 19:21:12, 1539 ნახვა

კომენტარი
უგულავა: გულსატკენია ის რაც ხდება, ბოლოს და ბოლოს, ამ პარტიის გამო ვიჯექი ციხეში

ჩემთვის ძალიან გულსატკენია ყველაფერი ის, რაც ხდება და რასაც ვხედავთ, იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს ამ პარტიის გამო, 2-წელიწადნახევარი ციხეში ვიჯექი, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ე.წ მატროსოვის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს.

"შევეხები ჩემთვის, ყველაზე მტკივნეულ საკითხს. აქ არიან ჩემი შვილები, ჩემი მეგობრები და მესამე, რაც მე გამაჩნდა ეს პარტია იყო, რომელშიც მე ამდენი ხანი ვიყავი. სხვა პარტიაში არც ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, მიშასთან შეხვედრას ვაპირებ, დაველაპარაკები და მერე, როგორც კი საშუალება მექნება შევხდები. ვაპირებ, ასევე ყველა ჯგუფს შევხდე, თუმცა, პირველ რიგში მიშას. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვიკეთებია ერთად და ბევრი რამ გვაერთიანებს. თუ არსებობს ნახევარი პროცენტი მაინც იმის შანსი, რომ ჩვენ ეს კრიზისი დავძლიოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. პროცესები ძალიან ღრმად არის წასული. პოზიციები უნდა შევაჯეროთ. მინდა ვთხოვო ყველა მხარეს თუ Facebook-ზე მებრძოლ ადამიანებს, აიღეთ საშობაო არდადეგები მეგობრებო, იქნებ 2-3 დღე დამაცადოთ. თუ შესაძლებლობა იქნება, ეს კრიზისი გავიაროთ და მე ამაში რაიმე წვლილი შევიტანო, ძალისხმევას არ დავიშურებ. მაგრამ, თუ ეს შეუძლებელია და ესეც გამოჩნდება, მაშინ ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა, ეს გაყოფა ასეთი სამარცხვინო ფორმით არ მოხდეს. ამ პროცესს გვერდიდან ვუყურებდი და ის ძალიან სასაცილოდ და სამარცხვინოდ ჩანდა", - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, პარტიის ყველა წევრმა უნდა გამოიჩინოს ნება და გაუცხოება დაძლიოს.

"ძალიან კარგად მესმის, რომ ძველი ურთიერთობის ფორმები ვერ აღდგება და ეს ალბათ ლოგიკურია. დრო მიდის და ბევრ რამეს ცვლის. თუ ჩვენ ურთიერთობის საერთო პლატფორმას გამოვნახავთ, რომელიც ფოკუსირებული იქნება აწმყოზე და მომავალზე, ყველაფერია შესაძლებელი. უნდა დავძლიოთ გაუცხოება და გამოვიჩინოთ ნება. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ვცადო „პარტიის გადარჩენა“, - აღნიშნა თბილისის ყოფილმა მერმა.

ცნობისთვის, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics