|
2017-01-06 14:33:53, 1580 ნახვა
კომენტარი
ვასილ მაღლაფერიძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიაბაზარზე ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე უნდა გახდეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ტელევიზია მედიაბაზარზე ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე უნდა გახდეს. როგორც მაღლაფერიძემ „მოამბესთან“ საუბარში აღნიშნა, მისი ძირითადი საყრდენი საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ინტელექტუალური რესურსი იქნება. მაღლაფერიძე ასევე, არსებულ მენეჯმენტში ცვლილებებს არ გამორიცხავს. „ორშაბათიდან უნდა დავიწყოთ ინვენტარიზაცია და აღვწეროთ, რა შესაძლებლობები გაგვაჩნია. დავიწყებთ გრძელვადიანი გეგმის შედგენას, რომელშიც ყველა აქტივობა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ზუსტად იქნება გაწერილი. უმოკლესი გზა უნდა დავსახოთ, როგორ შევძლებთ ბაზრის ძირითად მოთამაშეებად გახდომას“, -განაცხადა მაღლაფერიძემ. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. ახალი გენდირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განმეორებითი კენჭისყრისას ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმით აირჩიეს. მეორე კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა 2 ხმა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)