2015-03-26 20:35:21, 507 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ში ჟურნალ „LIBERTAS-ის” პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ „LIBERTAS-ის” პრეზენტაცია გაიმართა.
ჟურნალი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის 9 სტუდენტმა ბეჭდური მედია 1-ის საგნის ფარგლებში მოამზადა.
როგორც პრეზენტაციის მსვლელობისას სტუდენტებმა განაცხადეს, მათთვის მუშაობის პროცესი იყო დიდი გამოცდილება. ჟურნალმა მკითხველს საქართველოში აშშ-ს ელჩის რიჩარდ ნორლანდის ინტერვიუ და საინტერესო სოციალური თემები შესთავაზა.
ბეჭდურ მედია 1-ს პროფესორი მაია ტორაძე ხელმძღვანელობდა.
ამასთან, პრეზენტაციაზე ასევე გაიმართა ერთ-ერთი რესპონდენტის- ციცი ბაღდავაძის ნახატების გამოფენა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან