19:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 18:38:57, 1915 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია: კონსტიტუციაში ყველა თავს სჭირდება ხელშეხება და გაძლიერება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, კონსტიტუციაში, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, ხელშეხება და გაძლიერება ყველა თავს სჭირდება.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე კონკრეტული საკითხები, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, არ გამოკვეთილა.

"დღეს საკმაოდ საინტერესო კითხვები დაისვა, რომელიც ეხება კომისიის მუშოაბას. ერთი ძირითადი პრინციპი რომელიც გამოიკვეთა, არის საპარლამენტო მოდელი, რომელიც იქნება ფუნდამენტი კონსტიტუციის მუშოაბის დროს, როგორც სახელმწიფო მოწყობის ფორმა, იქნება შენარჩუნებული. მნიშნვლეოვანია ისიც, რომ სამუშაო ჯგუფი, როდესაც შეთანხმდება, პრინციპები იქნება დაცული, როდესაც მოხდება მისი ინიცირება. ბუნებრივია, საკითხები შეეხო წინააღმდეგობრივ ნორმებს. ჯგუფები განაწილდება. მე ვიმუშავებ ადამიანის უფლებების, სასამართლო ხელისუფლების და ასევე, მთავრობის და პრეზიდენტის საკითხებზე მომუშავე ჯგუფში. დღეს იყო ძალიან კარგი დასაწყისი, რათა ყველა პროცედურა დავინახოთ კარგად და შედეგზე ორიენტირებულად", - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics