16:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 16:37:37, 318 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ერს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას და ქართველ ერს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს.

"დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ჩვენმა ეკლესიამ გამოიარა ავტოკეფალიის დაკარგვის უმძიმესი წლები, ისტორიული სამართლიანობის აღდგენას კი, ას წელზე მეტი დასჭირდა. ავტოკეფალიის აღდგენა უდიდესი მოვლენა იყო ჩვენი ერის ცხოვრებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და დღესაც ასრულებს ერის სულიერ ცხოვრებაში. 

ვულოცავ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას და ქართველ ერს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს",-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics