18:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 18:07:14, 1279 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
შულცი: ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს დღეებში ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მიღწეული იქნება

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს დღეებში ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ე.წ. შეჩერების მექანიზმის კომპრომისზე დაფუძნებული შეთანხმება მიღწეული იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შულცის თქმით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგს შეეხო.

„ვისაუბრეთ სასამართლო სისტემის რეფორმაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ასევე ვისაუბრეთ რეგიონულ სიტუაციაზე, მეზობლებთან ურთიერთობებზე, გეოსტრატეგიულ განვითარებაზე. ინტენსიურად განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი. დეტალურად განვიხილეთ მინისტრთა საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები. მე პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს დღეებში ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ე.წ. შეჩერების მექანიზმის კომპრომისზე დაფუძნებული შეთანხმება მიღწეული იქნება. მსურს ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ, პრემიერ-მინისტრს მივეცი გარანტია, რომ ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დაცვა უცვლელი პრინციპია, თქვენ შეგიძლიათ ტერიტორიულ საკითხში ევროპარლამენტის უპირობო მხარდაჭერის იმედი გქონდეთ”, - განაცხადა მარტინ შულცმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics